ტურიზმის ისტორია
ტურიზმი საქართველოში
Friday, April 20, 2012
Thursday, April 19, 2012
ბიბლიოგრაფია
1.
| ![]() |
Collection: ბეჭდური არქივი
|
2.
| ![]() |
Collection: ბეჭდური არქივი
|
3.
| ![]() |
Collection: ბეჭდური არქივი
|
მოდა
მოდა — ფრანგ.mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — ტერმინი,
რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას
მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს,
რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა,
რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა
ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან
რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში
ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.
Wednesday, April 4, 2012
ტურიზმის, როგორც ცნების ღწერა
ტურიზმი და მოგზაურობა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე
სწრაფად მზარდ ინდუსტრიად ითვლება. ტურიზმზე მოდის გლობალური მთლიანი
ეროვნული პროდუქტის 6% და შესყიდვებზე დანახარჯების სულ ცოტა 13%.
უნიკალურია ტურიზმის ზრდის ტემპი. ამ თვალსაზრისით იგი საგრძნობლად
აჭარბებს ეკონომიკის სხვა დარგების ზრდის ტემპს. უკანასკნელ 50 წელიწადში
მსოფლიო ტურიზმის მოცულობა 35 ჯერ გაიზარდა (20 მილიონი ტურისტიდან 1950
წელს 715 მილიონ ტურისტამდე).
ტურიზმს მრავალგვარი (ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიურიც კი)
სარგებლის მოტანა შეუძლია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მარკეტინგული
სამსახურის მონაცემებით ტურიზმის განვითარების თანმდევი პროცესებია: დასაქმება
(მათ შორის ალტერნატიული; რეგიონებში ქალებისა და ახალგაზრდების);
სიღარიბესთან ბრძოლა; სახელმწიფო შემოსავლების ზრდა; ინფრასტრუქტურის
განვითარება; ეკონომიკის დივერსიფიკაცია; ადგილობრივი კულტურისა და
ხელოსნობის ხელშეწყობა; გარემოს დაცვის ხელშეწყობა; პატრიოტული აღზრდა
(შიდა ტურიზმი); საერთაშორისო ურთიერთგაგების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ტურიზმის ინდუსტრიის ძირითადი მახასიათებელი ნიშანი მისი მოდურობაა.
მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ურთიერთდამოკიდებულება ადამიანთა
შემეცნებით ურთიერთობებს, მათ მოლოდინსა და ღირებულებებს ეფუძნება. აქედან
გამომდინარე, ტურიზმის სფეროში საქმიანობა ექვემდებარება კულტურულ ფილტრს,
რომელიც დროის მიხედვით ცვალებადია.
ტურიზმის განვითარების ციკლი ბატლერმა (1980) შემდეგნაირად წარმოადგინა:
აღმოაჩენენ ხოლმე ტურიზმის თვალსაზრისით საინტერესო რეგიონს, ე.ი. მისი
რესურსები ღირებულად,მიმზიდველად ჩაითვლება ეს რესურსები გახდება
მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მატულობს მათზე მოთხოვნა და ეს რეგიონი
აყვავდება რესურსი მაქსიმალურად გამოიყენება რესურსი,პროდუქტი ხდება
ნაკლებად კონკურენტუნარიანი,მიმზიდველი,ღირებული რეგიონის განვითარება კვლევითი დეპარტამენტი
ფერხდება და შესაძლოა მოთხოვნის შემცირებასთან ან რესურსების ამოწურვასთან
ერთად ჩაკვდეს კიდევაც.
ბევრ ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული მოგების ნაწილს სწორედ ბუნებრივი
გარემოს შენარჩუნება,აღდგენაზე მიმართავენ. სწორი მართვის შემთხვევაში
რესურსების კონსერვაცია და ტურიზმის განვითარება სრულიად შეთავსებადია.
მარკეტინგული პარტნიორობის შემთხვევაში მათ ერთმანეთისთვის სარგებლის
მოტანაც კი შეუძლიათ. ტურისტული ორგანიზაციების ნაწილი საერთოდ არ
ზრუნავს გარემოს დაცვაზე, მის მარკეტინგზე და ამ თვალსაზრისით მათ
უმოქმედონი შეიძლება ვუწოდოთ. არიან ისეთებიც, რომლებიც ითვალისწინებენ
გარემოს დაცვის დადებით მხარეებს და გარკვეულ ღონისძიებებსაც ატარებენ, ესენი
აქტიური ორგანიზაციებია. ხოლო იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჯეროვნად
აფასებენ გარემოს დაცვის აუცილებლობას და მუდმივად არიან ჩაბმული
გარემოსდაცვით საქმიანობაში, პროაქტიურები შეიძლება ვუწოდოთ.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ინდუსტრია მთელ მსოფლიოში ეთიკური
პრინციპების გამოყენების ტენდენციაზე გადადის. ბუნებრივი და კულტურული
რესურსების დაცვის მიზნით ჩამოყალიბდა შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც აისახა
ქვეყნების ხელისუფლების, კერძო ასოციაციებისა და ტურისტულმა კომპანიების
მიერ შემუშავებულ კოდექსებსა და პრინციპებში.
ტურიზმის კოდექსები ფოკუსირებულია კულტურულ რესურსებზე. ბევრ მათგანში
შერწყმულია ეთიკისა (უფრო ზოგადი) და პრაქტიკის (სპეციფიკური
სახელმძღვანელო პრინციპები) საკითხები. ტურიზმის ეთიკის საკითხი
განსაკუთრებით მაშინ წამოიჭრება, როდესაც მასპინძელსა და სტუმარს ძალიან
განსხვავებული კულტურული ღირებულებები გააჩნიათ. ამას გარდა, ეთიკაზე
ორიენტირებული პერსპექტივა ზრდის როგორც რესურსების, ასევე ინდუსტრიის
მდგრადობას, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს
კონსერვაციის მიზნებს.
მეტად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სათანადო განათლება გარემოს
დაცვისა და ტურიზმის სფეროებში. ამ მიზნით აუცილებელია სპეციალური
სატელევიზიო და რადიო გადაცემების მომზადება, შესაბამისი სტატიების
გამოქვეყნება გაზეთებსა და ჟურნალებში. ასე მაგალითად, ტურისტების
განათლებაში უნდა შედიოდეს ისეთი სპეციფიკური საკითხები, როგორიცაა
რეგიონის ბიომრავალფეროვნება, გარემო, ეკოსისტემა და აქ არსებულ ცხოველთა
სახეობები. ტურისტებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ ეთიკურ საქციელზე
დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და ასევე საზოგადოებრივი და
სოციალური ინფრასტრუქტურების განვითარება. სპეციალური სწავლება უნდა
უტარდებოდეს ასევე რესტორნების, სასტუმროების და ტურის ოპერატორთა ყველა
დონის მოსამსახურე პერსონალს.
ტურიზმისა და ბიომრავალფეროვნების ურთიერთობები უნდა ისწავლებოდეს
ტურიზმის სპეციალურ სკოლებში. მსოფლიოში უკვე არსებობს ისეთი მაგალითები,
სადაც თვით ტურისტები არიან ჩართულნი კონკრეტული ადგილის ეკოსისტემისა და
ბიომრავალფეროვნების განვითარებასა და გაუმჯობესებაში. ასეთი მაგალითები
გვხვდება კოსტა რიკაში, სადაც არსებობს სპეციალური ცენტრი,
რომელშიც ტურისტებს ეძლევათ ინფორმაცია ეროვნულ პარკებსა და ბიოსისტემებზე
და სადაც ტურისტებს საშუალება ეძლევათ უფრო კარგად დააკვირდნენ როგორც
ფლორას, ასევე ფაუნას. ტობაგოში ტურისტებს აქტიურად რთავენ გარემოს შესწავ-კვლევითი დეპარტამენტი
ლის პროცესებში და მათ თავად არგვევინებენ ხეებს, რაც ხელს უწყობს ეროვნული
გამწვანების პროგრამის განხორციელებას. დანიაში, ტაილანდსა და ჰონკონგში სასტუმროების პერსონალს უტარდება სპეციალური სწავლება, გარემოს ნაკლები
დაბინძურების მიზნით.
წყარო: საქართველოს პარლამენტის აპარატი
Subscribe to:
Comments (Atom)




